სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველო ტუროპერატორებს მასპინძლობს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ნორვეგიული, შვედური და დანიური ტურისტული კომპანიების 9 წარმომადგენელი საქართველოს ავიაკომპანია Air Baltic-თან თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სკანდინავიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. შეხვედრას 40-მდე ქართველი ტუროპერატორი დაესწრო.