უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, "ენერგოატომში" კორუფციული საქმის ფარგლებში, ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ტიმურ მინდიჩი უკრაინაში არ იმყოფება, გამოძიება ეჭვმიტანილს ვერ დაუკავშირდა. პროკურორები აცხადებდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ საქმე შესაძლოა, ინტერპოლს გადაეცეს მინდიჩის დასაკავებლად.
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის ეროვნულმა ანტოკორუფციულმა ბიურომ ბიზნესმენის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობრის, სტუდია "კვარტალ 95-ის" თანამფლობელის ტიმურ მინდიჩის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა.
მედიასაშუალების ცნობით, მინდიჩმა უკრაინა ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.