29 აგვისტო 2026,   05:06
ვრცლად
საქართველო-უნგრეთის პარტნიორობა, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება და არსებული გამოწვევები - თბილისის მერმა ბუდაპეშტში პირველი ოფიციალური შეხვედრა უნგრეთის პირველ დიპლომატთან გამართა

საქართველო უნგრეთის პარტნიორობა, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება და არსებული გამოწვევები - თბილისის მერმა ბუდაპეშტში პირველი ოფიციალური შეხვედრა უნგრეთის პირველ დიპლომატთან გამართა. პიტერ სიიარტომ თბილისის მერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზეც ისაუბრეს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ამ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე კი, ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენცია იყო. ევროპული დედაქალაქების ურბანული განვითარება - ქართულმა დელეგაციის წარმომადგენლებმა ღონისძიების სხვა წევრებს გამოცდილება გაუზიარეს. სატრანსპორტო პოლიტიკა, ქალაქის განაშენიანება და მეტი მწვანე სივრცის შექმნა, ამ და სხვა საკითხებზე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა დედაქალაქის მერი, რომელმაც 10-წუთიანი სიტყვა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრით დაიწყო. არსებული გამოწვევებისა და ომების ფონზე კახა კალაძემ მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე, ისაუბრა.

თბილისის მერი დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

 

 ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები