"რატომ არ წავიკითხე? ბევრი რამ წავიკითხე და ეგ, ეტყობა, არ ჩავთვალე საჭიროდ" - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "პრაიმ - ტაიმის" მიერ მოპოვებულ ე.წ. მანიფესტს, რომელიც, წყაროს ცნობით, 28 ნოემბრის აქციაზე უნდა წაეკითხათ, თუმცა აღარ წაიკითხეს.
"არ ვიცი, პირველად მესმის," - ასეთი იყო პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძეს რეაქცია.
სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დამფუძნებელი, ნიკო მანაგაძე კი ამბობს, რომ წინა შემთხვევის დროს, მანიფესტის ტექსტი სხვადასხვა "ჩატებში" გავრცელდა და, შესაძლოა, ახლაც იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
"მაშინ, რაღაც "ჩათებში" გავრცელდა ის წერილი, უფრო სწორად, ტექსტი, რომელიც უნდა წაგვეკითხა აქციის დაანონსებისას. შეიძლება, ეგეთი შემთხვევა იყოს ახლაც - მე უბრალოდ საერთოდ არ ვიცი, რა ტიპის მანიფესტზეა საუბარი," - აცხადებს ნიკო მანაგაძე.