ბათუმში, ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. გამოვლინდა საუკეთესო ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები. გაიცა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ოქროს მედალი 34-მა ქართულმა ღვინომ მიიღო.
გამოავლინეს წარმატებული ახალგაზრდა მეღვინეების ათეულიც. ორგანიზატორების თქმით, წელს ღონისძიებაზე უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა. ამასთან, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა, კონკურსში პირველად უზბეკეთმაც მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მეოთხედ ტარდება. აჭარაში ღონისძიება პირველად გაიმართა.