უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ხოლო კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელეს რუსული "მიგ-31"-ის აფრენის შესახებ, რომელიც "კინჟალის" ტიპის რაკეტებით არის აღჭურვილი. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, ღამით რუსების იერიშების შედეგად, კიევში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.