16 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
უძველესი კულტურა, ღვინის 8 000-წლიანი ისტორია, უნიკალური ბუნება და სათავგადასავლო ტურიზმის მრავალფეროვანი შესაძლებლობები - საქართველო საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა

უძველესი კულტურა, ღვინის 8 ათასწლიანი ისტორია, უნიკალური ბუნება და სათავგადასავლო ტურიზმის მრავალფეროვანი შესაძლებლობები - საქართველო, როგორც საუკეთესო ადგილი მოგზაურობისთვის, საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა.

ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ამჯერად, პოლონეთის საერთაშორისო გამოფენასა და "როუდშოუებზე" გაეცნენ.

ITTF (აიტიტიეფ) 2025 ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საიმიჯო სტენდით ოთხ ქართულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო. პოლონურ კომპანიებთან ტურისტული პაკეტების მომზადებისა და საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის მიზნით, მოლაპარაკებები გაიმართა.

ვარშავა, ლოძი, ვროცლავი - პოლონეთის სამ ქალაქში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საპრომოციო "როუდშოუები" მოაწყო, სადაც პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კამპანიის მიზანი პოლონეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვაა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები