ლიბერალური ფაშიზმი და ბულინგი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გიორგი შერმადინის გამოსამშვიდობებელი სიტყვის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე.
ქართველმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრს გადაუხადა, რასაც დარბაზში რამდენიმე პირის მხრიდან შეძახილი, სოციალურ ქსელებში კი ბულინგი მოჰყვა.
კრიტიკას ოპოზიციის ნაწილი ლეგიტიმურად მიიჩნევს, "ქართული ოცნება" კი მათ რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გიორგი შერმადინს მადლობას უხდის.
"შერმადინს უდნა გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა გავლილი წლებისთვის... ეს არის გარედან მართული დაფინანსებული და წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკა. ადამიანობა ძალიან ბევრს დაკარგული აქვს, სპორტსმენებზე მიმართული ბულინგი მხოლოდ და მხოლოდ სპორტსმენების რამენაირად პოლიტიკაში ჩასმას ემსახურება", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.