19 აგვისტო 2026,   10:21
ვრცლად
მას შემდეგ, რაც "ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი დემოკრატიული რეფორმა დაიწყო, თუმცა ჩვენ სასამართლოსთან ძირითადი პრეტენზიები გვაქვს, სწორედ ბოლო წლებში - გიორგი შარაშიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის სასამართლო უარს აცხადებს მიიღოს საჩივრები საქმეებზე სახელწოდებით: "ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და ასევე, "გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული.

გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ სასამართლოსთან ძირითადი პრეტენზიები სწორედ ბოლო წლებში აქვთ.

"მას შემდეგ, რაც "ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დემოკრატიული რეფორმა დაიწყო. მათ შორის, სასამართლოშიც. ჩვენ სასამართლოსთან ძირითადი პრეტენზიები გვაქვს, სწორედ ბოლო წლებში, თუმცა მანამდეც იყო უამრავი პრობლემა. არ გამოვა დღევანდელობაზე ამის გავრცელება. საჩივრები რას ემსახურებოდა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები