საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე POLITICO-ს ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე უარს აცხადებს.
"ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად, თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული," - წერს შალვა პაპუაშვილი.