16 აგვისტო 2026,   22:55
ვრცლად
კოორდინირებული მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: "რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია "თანმიმდევრულ პოლიტიკაში"? და როგორია მდგრადი განვითარების ინდიკატორების მიხედვით სხვადასხვა მმართველობითი ორგანოებისა და უწყებების კოორდინაციის მახასიათებლები.

გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში კი მე-13 ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი.

ამასთან, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 1 და ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.

დღის ამბები