16 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
"კონსტიტუციური სარჩელი გაჯერებულია ისეთი მტკიცებულებებით, რომელსაც უტყუარად შეუძლია ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოსამართლე დაარწმუნოს, რომ კონკრეტული პარტია, თავისი საქმიანობით, წარმოადგენს ასაკრძალ პოლიტიკურ ძალას" - მათიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

კონსტიტუციური სარჩელი არის გაჯერებული ისეთი მტკიცებულებებით, რომელსაც უტყუარად შეუძლია ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოსამართლე დაარწმუნოს, რომ კონკრეტული პარტია ["ნაციონალური მოძრაობა"], თავისი საქმიანობით, წარმოადგენს ასაკრძალ პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა შედეგს უნდა დაველოდოთ.

"კონსტიტუციური სარჩელი არის გაჯერებული ისეთი მტკიცებულებებით, რომელსაც უტყუარად შეუძლია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოსამართლე დაარწმუნოს, რომ კონკრეტული პარტია, თავისი საქმიანობით, წარმოადგენს ასაკრძალ პოლიტიკურ ძალას. რას იზამს სასამართლო, ბუნებრივია ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ შედეგს უნდა დაველოდოთ.

რაც შეეხება გაუქმდება თუ არა ["ნაციონალური მოძრაობა"] - თუკი პოლიტიკური ველის პოლიტიკურად დაბინძურებული კრიმინალური ლანდშაფტზე მდგარი, კრიმინალურ მოსასხამში მყოფი ე.წ. პოლიტიკური პარტიებისგან მონონპოლიზირებული პოლიტიკური ველი არ გათავისუფლდა, არასდროს ექნება სხვა კონკურენტ ძალას იმის შანსი, რომ გამოჩნდეს, თავი გამოავლინოს და თქვას, რომ ჩვენ ვართ ოპოზიცია, რომელიც ვედგებით ბატონო ხელისუფლებას ოპოზიციაში, გავაკრიტიკებთ, მანდატსაც გამოვიყენებთ, პარლამენტში შესვლაზეც არ ვიტყვით უარს, ათას რესურს გამოვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტში ოპოზიციისთვის რომ არის ჩაწერილი და რომ შეუძლიათ როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოიყენონ, ყველაფრით ვისარგებლებთ, რომ ხელისუფლებას ვედგეთ ოპოზიციაში და არა ქვეყანას. არ ვივლით ბრიუსელში, სხვა დედაქალაქებში და ქვეყნის დასანქცირებას და დასჯას არ მოვითხოვთ, არ ვიზამთ ამას, ვიქნებით ხელისუფლების ოპოზიციაში და არა ხალხის და ქვეყნის - აი, ასეთი ოპოზიცია სჭირდება საქართველოს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები