19 ივნისი 2026,   02:02
ვრცლად
"ევროპის სამშვიდობო გეგმა" - მედიაში 28-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების ევროპული ალტერნატიული ვარიანტი ვრცელდება

მზად არის 28-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ევროპულმა სახელმწიფოებმა მოამზადეს.

"ევროპის სამშვიდობო გეგმის" თანახმად - რუსული აქტივები გაყინული იქნება, ვიდრე უკრაინისთვის მიყენებული ზიანი სრულად არ ანაზღაურდება. ასევე, ნახსენებია კიევის NATO-ში ინტეგრაციის საკითხი. უფრო კონკრეტულად, ომში მყოფი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლა წევრი სახელმწიფოების სრულ კონსენსუსზე იქნება დამოკიდებული.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებს უნდა დაექვემდებაროს სადავო ტერიტორიები, ხოლო ახალი არჩევნები უკრაინაში უმოკლეს ვადებში უნდა ჩატარდეს. ევროპის სამშვიდობო გეგმას გამოცემები "როიტერი" და "ტელეგრაფი" ავრცელებენ.

დღის ამბები