15 აგვისტო 2026,   22:27
ვრცლად
"ვფიქრობ, პუტინი მოთხოვნებს წამოაყენებს და დოკუმენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. სავარაუდოა, რომ უკრაინასაც თავისი წინადადებები ექნება" - კიტ კელოგი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე

რა განცხადებები კეთდება დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაზე და რა დამატებითი დეტალებია ცნობილი ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ გელოგმა, აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა გრძელდება და საბოლოო შედეგი დადგომად კი მადლიერების დღისთვის ელოდებიან

"28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა გრძელდება და მადლიერების დღისთვის საბოლოო შედეგს ველოდებით. ვფიქრობ, პუტინი მოთხოვნებს წამოაყენებს და დოკუმენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. სავარაუდოა, რომ უკრაინასაც თავისი წინადადებები ექნება. გეგმაში არის ერთი პუნქტი, რომელიც მნიშვნელოვანია - საქმე ეხება არჩევნების ჩატარებას. საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ უკრაინამ არჩევნები 100 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს. იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებსაც მე ვესაუბრე, ამის გაკეთება 90 დღის განმავლობაშიც შეიძლება. ვფიქრობ, არჩევნები უნდა ჩაატარონ. ეს გეგმის ერთ-ერთი პირობაა", - აღნიშნა უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ გელოგმა.

დღის ამბები