"თბილისი ჰილსმა", საქართველოს პროფესიული და მოყვარულთა გოლფის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირს უმასპინძლა.
შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გოლფის ტურნირში ჯამში 40-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. გათამაშება ორ ლოკაციაზე გაიმართა და "ჰილსის" გარდა, გოლფის ტურნირს ტაბორის მოედანმაც უმასპინძლა.