16 აგვისტო 2026,   03:56
ვრცლად
"ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება. საკმარისი სისხლი დაიღვარა, ისინი იქ უნდა შეჩერდნენ, სადაც არიან, გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობას" - ტრამპის განცხადებით, აშშ-ის "სამშვიდობო გეგმა" საბოლოო წინადადება არ არის

ომის დასრულების გეგმა და მოლაპარაკებები ჟენევაში - დღეს ერთი მაგიდის ირგვლივ უკრაინის, ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები დასხდებიან. განსახილველია დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც შტატების პრეზიდენტს, უკრაინელი კოლეგის საბოლოო პასუხი არ მოუსმენია. ომის დასრულების ამერიკულ გეგმაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების მისაღებად 4 დღე რჩება. მანამდე ცნობილია, რომ 28-პუნქტიანი გეგმა, მოსწონს პუტინს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი მასზე დათანხმებას ღირსების აყრად აღიქვამს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა არ არის საბოლოო წინადადება

"პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. მეორე საკითხია, რომ ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება. საკმარისი სისხლი დაიღვარა, ისინი იქ უნდა შეჩერდნენ, სადაც არიან. ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობას, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. სამშვიდობო გეგმა არ არის საბოლოო წინადადება. მაგრამ თუ პრეზიდენტი ზელენსკი არ დათანხმდება, მას შეუძლია, გააგრძელოს ბრძოლა მთელი ძალით. ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 

დღის ამბები