05 აგვისტო 2026,   16:39
ვრცლად
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი გეგმა განათლების მინისტრის მოადგილემ აჭარისა და გურიის რეგიონების სკოლების პედაგოგებს და დირექტორებს გააცნო

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი გეგმა განათლების მინისტრის მოადგილემ აჭარისა და გურიის რეგიონების სკოლების პედაგოგებს და დირექტორებს გააცნო. თამარ მახარაშვილმა შეკრებილებს სამუშაო დოკუმენტი წარუდგინა, მოისმინა მათი მოსაზრებები, რეკომენდაციები და უპასუხა შეკითხვებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით, მსგავსი შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება.

"განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს ყველა მიმდინარე საკითხის, ასევე სამომავლო გეგმების უშუალოდ ჩართულ მხარეებთან მჭიდრო კომუნიკაციაში განხილვას. მათი ჩართულობით, ბუნებრივია უფრო მნიშვნელოვნად იქნება გადაწყვეტილი ის საკითხები, რომლებიც ეხება სასკოლო ცხოვრებას", - აცხადებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

დღის ამბები