21 აგვისტო 2026,   19:34
ვრცლად
"ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი" - ასე აფასებს მმართველი გუნდი, "კურიერის" მიერ მოპოვებულ წერილს, რომელსაც "ევროპის სახალხო პარტია" ევროკომისიის პრეზიდენტს უგზავნის

ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, "კურიერის" მიერ მოპოვებულ წერილს, რომელსაც "ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს უგზავნის და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე დაწერილი წერილი, EPP-ის წევრის, კშიშტოფ ბრეიზას ავტორობით არის მომზადებული. ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებას სთხოვენ.

ევროპარლამენტარების მიმართვა, ერთი თვის წინ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით არის მომზადებული. კვლევის ავტორი ილია რუბანისია, რომელიც თავის მხრივ ვიქტორ ყიფიანის ანალიტიკური ცენტრის, "ჯეოქეისის" მკვლევარია. ეს ფაქტი მმართველი გუნდისთვის იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარე და შიდა ძალების მხრიდან კოორდინირებული და მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.

ევროპის სახალხო პარტიის წერილის შინაარსის განხილვა არ სურთ იმ პარტიაში, რომელიც იპიპის ასოცირებული წევრია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის საფუძველი ქართული ოცნების ქმედებებია.

მმართველ გუნდში კი ოპონენტებს იმ საერთაშორისო მონიტორინგის შედეგებს ახსენებენ, რომლის მიხედვით საქართველოში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ფონზე, საქართველოს უარგუმენტოდ დადანაშაულება, "ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი და მტრული ქმედებაა.

ევროპის სახალხო პარტიის მომზადებული და კურიერის მიერ მოპოვებული დახურული წერილი, 20 ნოემბრით თარიღდება.

დღის ამბები