48 საათზე მეტია, მაშველები და მოხალისეები, ტირნეპოლში, ორი ჩამოშლილი და გადამწვარი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებულ დარტყმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი. მძიმეა 93 დაშავებულის მდგომარეობა, სხვა და სხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 19 ბავშვი გადაიყვანეს.
საცხოვრებელ კორპუსებს, რუსეთის ძალებმა ""იქს 101"" ტიპის, ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. ბოლო მონაცემებით, 9 სართულიანი შენობების ნანგრევებში ამ დრომდე 22 ადამიანი რჩება.
თავდასხმის კიდევ ერთი სამიზნე გახდა ხარკოვიც. რუსეთის სამხედროებმა ქალაქის სხვა და სხვა უბანი დრონებით დაბომბეს. დაზიანებულია 16 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.
უკრაინის ქალაქების და დასახლებების მიმართულებით, ერთი ღამის განმავლობაში, რუსეთმა სულ 500-მდე საბრძოლო დრონი და სხვა და სხვა ტიპის 50 რაკეტა გაუშვა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.