10 აგვისტო 2026,   06:13
ვრცლად
მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ ორი გამარჯვება მიპოვა - ქართველებმა უკრაინის და ჩინეთის გუნდები დაამარცხეს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ქალთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე  კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის მე-3 ტურში, საქართველომ ანგარიშით 2.5:1.5 დაამარცხა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - უკრაინის ნაკრები და განაგრძობს დამაჯერებელ ლიდერობას B ქვეჯგუფში. გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ჩინეთის უძლიერესი გუნდი დაამარცხეს. ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩინელები დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

 

დღის ამბები