თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა. წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით, რაც შარშანდელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია - სხვაობა 99 მილიონია.
თანხები შემდეგ პრიორიტეტზე გადანაწილდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.