06 აგვისტო 2026,   01:46
ვრცლად
რუსთავში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის რესტავრაცია დაიწყო

გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის რესტავრაცია, რუსთავში დაწყებულია. პროექტი საკონცერტო დარბაზის სრულ განახლებას, შიდა სივრცისა და ფასადის აღდგენას, გახმოვანება-განათების თანამედროვე სისტემისა და სასცენო აპარატურის დამონტაჟებას, ასევე, გარე პერიმეტრის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის დასრულების შემდეგ შენობა ე.წ. მუსიკალურ ლაბორატორიად უნდა გარდაიქმნას, სადაც ახალგაზრდები, კლასიკურის პარალელურად, მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობებსაც დაუფლებიან.

დღის ამბები