06 აგვისტო 2026,   08:26
ვრცლად
მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს - მათმა ნაწილმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა

მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს.

ღონისძიება სენაკში, 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე გაიმართა. სამხედროებს სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელები გადაეცათ. მათმა ნაწილმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა. ისინი დასავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

დღის ამბები