06 აგვისტო 2026,   05:03
ვრცლად
ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და ტურისტული ნაკადების ზრდა - Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China 2 დეკემბრიდან ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ავიარეისები თბილისსა და პეკინს შორის ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და ტურისტული ნაკადების ზრდა - ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თბილისსა და პეკინს შორის პირდაპირი ფრენები სექტორისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება.

თბილისსა და პეკინს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გადაწყვეტილებამდე, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში და ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც ხელი ეკონომიკის მინისტრმა მოაწერა.

ავიაკომპანია თბილისსა და ურუმჩის შორის ფრენებს უკვე ერთი წელზე მეტია ასრულებს. 10 თვის მონაცემებით, Air China-ს 25 000-ზე მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

 

დღის ამბები