16 აგვისტო 2026,   11:50
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზარიძეები, ჯიჯეთი, ლელოვანი, იარაჯულები, ჭურჭელაურები, დულუზაურები და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თიანეთში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები