19 ივნისი 2026,   13:55
ვრცლად
მარკო რუბიომ კარიბის ზღვის აუზში ამერიკის სამხედრო ოპერაციის კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ევროკავშირი ვერ განსაზღვრავს

მწვავე კრიტიკა, კრიტიკის საპასუხოდ, შეერთებული შტატებიდან ევროკავშირს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თავად გადასცა. დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მარკო რუბიომ კარიბის ზღვის აუზში ამერიკის სამხედრო ოპერაციის კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ევროკავშირი ვერ განსაზღვრავს. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, რას გეგმავს შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

ბრიუსელის მითითებებსა და უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს თბილისიც. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ ევროპელი ბიუროკრატების სურვილი სხვადასხვა ქვეყანაზე გავლენის მოხდენაა.

ასე არ ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები. პარტიებში, სადაც ბრიუსელის მითითებებს თავად ზედმიწევნით ასრულებენ, ირწმუნებიან, რომ საქართველოს მიმართ შენიშვნები საფუძვლიანია, უფრო მეტიც  გასათვალისწინებელი.

ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ეროვნული ინტერესია და არა ქვეყნის დაზიანება, რასაც ბრიუსელი აქტიურად ცდილობს.

ვაშინგტონის პასუხი ევროკავშირში უკვე მიიღეს. ოპერაციის მიზეზად, რა დროსაც შტატებმა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარი ოკეანის სანაპიროებთან გემებზე დარტყმა არაერთხელ მიიტანა, ამერიკა ნარკოტიკებთან ბრძოლას ასახელებს.

დღის ამბები