16 აგვისტო 2026,   11:51
ვრცლად
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებს სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ დაკრძალავენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას შედეგის რაც შეიძლება მალე მისაღებად. მადლობას ვუხდით საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ოპერატიული რეაქციისთვის და ყველა რესურსის მობილიზებისთვის ჩამოვარდნის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციისთვის.

ჩვენს თვითმფრინავს გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და მოწყობილობა თვითმფრინავების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. საბრძოლო მასალები ბორტზე არ ყოფილა," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები