14 აგვისტო 2026,   21:11
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე: დაშლილ-დანაწევრებულ ე.წ. ოპოზიციას ბრიუსელიდან გამოუგზავნეს დაბეჭდილი ტექსტი, თან მოჰყვა მკაცრი ინსტრუქციაც - არაფერი შეცვალოთ, ამათაც, რამდენიმე წუთში, ბატონ-პატრონებს სურვილი აუსრულეს

"Prime Time“-ის ცნობით, მათ ლიბერალ-ფაშისტების ევროპული ცენტრიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ აწ უკვე ფაჩიკოს გარმონივით დაშლილ-დანაწევრებულ და დიდი ალბათობით, მარიონეტობისთვისაც უვარგის ე.წ. ოპოზიციას, ბრიუსელიდან გამოუგზავნეს დაწერილი და დაბეჭდილი ტექსტი, თან მოჰყვა მკაცრი ინსტრუქციაც - არაფერი შეცვალოთ, არაფერი დაამატოთ, არც არაფერი გამოაკლოთ, როგორც მოგწერეთ, ისე წაიკითხეთ ხმამაღლა და ერთხმადო - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის თოჯინებს უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე საქართველოში ამ საცოდავებს – ევრობიუროკრატების ხელში.

"Prime Time“-ის ცნობით, მათ ლიბერალ-ფაშისტების ევროპული ცენტრიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ აწ უკვე ფაჩიკოს გარმონივით დაშლილ-დანაწევრებულ და დიდი ალბათობით, მარიონეტობისთვისაც უვარგის ე.წ. ოპოზიციას, ბრიუსელიდან გამოუგზავნეს დაწერილი და დაბეჭდილი ტექსტი, თან მოჰყვა მკაცრი ინსტრუქციაც - არაფერი შეცვალოთ, არაფერი დაამატოთ, არც არაფერი გამოაკლოთ, როგორც მოგწერეთ, ისე წაიკითხეთ ხმამაღლა და ერთხმადო.
ამათაც, რამდენიმე წუთში, ბატონ-პატრონებს სურვილი აუსრულეს.
ცნობისათვის – ცხონებული რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის თოჯინებს უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე საქართველოში ამ საცოდავებს – ევრობიუროკრატების ხელში.“ - წერს გვენეტაძე.

დღის ამბები