19 აგვისტო 2026,   05:14
ვრცლად
"ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში" - მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ეხმაურება.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა.

"მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა. ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები