ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობასა და სტრატეგიულ პროექტებს გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს ადგილზე გაეცნო.
ქართულმა დელეგაციამ ანკარა-ქირიქკალე-დელიჯეს 120-კილომეტრიანი, 6-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი მოინახულა და პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს დეტალურად გაეცნო.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრ რევაზ სოხაძის შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.