გორში ფეხბურთელ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი "თბილისის ლოკომოტივი" გახდა.
ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენებიც, რომლებიც თენგიზ ბურჯანაძის ოჯახის წევრებმა, საფეხბურთო კლუბ "გორის" წარმომადგენლებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და გორის მერმა დააჯილდოვა.