22 ქვეყნის 41 ახალგაზრდა მომღერალი - თბილისმა ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურს OPERA CROWN-ს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოში 2018 წლიდან ტარდება ტარდება. მისი მიზანი ოპერის ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენა და პოპულარიზაციაა.
მომღერლების შეფასება მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებს მიანდეს.
საქართველო, სომხეთი, აშშ, მექსიკა, ესპანეთი, ლიეტუვა და ესტონეთი, ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში ჩაერთვნენ.
კონკურსი 4 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო. ტური სამ ეტაპად ჩატარდა. ფინალისტების გამოვლენის შემდეგ კი, დღეს ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. მომღერლებს აკომპანიმენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა გაუწია.
თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ჩატარდა.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე.