ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება. წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ყვარელში ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ასევე კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები და აქტივობები ელოდებათ.
დღის ბოლო დასრულდება ქართული ხმების კონცერტით. ადგილობრივებთან ერთად დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებმა ილიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.