შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალეს" ტერიტორიაზე "საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2025" ჩატარდა.
ერთობლივი წვრთნის მიზანი ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესებაა.