"ეს რომ არ არის რეალური პროტესტი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. რეალური პროტესტი, რომელსაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ერთი მუჭა დაფინანსებული და მართული აქტივისტებით არ იქნება შემოფარგლული რუსთაველის გამზირზე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
"ფიქრობენ, ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მათ კვლავ ჩაიგდონ ხელში ხელისუფლება და აგენტურული ადამიანების რევანში მოახდინონ - ამას ქართველი ხალხი რომ არ დაუშვებს, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდნენ? რამდენი არჩევნები წააგეს 2012 წლიდან დღემდე, რამდენი რევოლუციის მცდელობა დასრულდა კრახით? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.