06 აგვისტო 2026,   05:05
ვრცლად
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს, დაახლოებით 3 მილიარდი იქნება ზრდა - ლევან მაჭავარიანი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა კი სამი მილიარდი ლარით იზრდება. პროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტის განხილვა მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

პარლამენტში განმარტავენ, რომ დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა ყველა უწყებისთვის. მათ შორის სოციალური მიმართულებით.

"ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს, დაახლოებით 3 მილიარდი იქნება ზრდა. ეს ყველაფერი გადანაწილდება ლოგიკის ფარგლებში, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება," -  აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი. 

დღის ამბები