ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები. ქართული ღვინო მიმდინარე წელს სულ 300-მდე ღონისძიებასა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე იყო წარმოდგენილი.
ამავე პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 17-ღვინის ტური გაიმართა. აქტივობები ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას ემსახურება.