16 აგვისტო 2026,   00:51
ვრცლად
"ამ ინვესტიციის 60%, ამ საცხოვრებელი კომპლექსების, იქნება გათვლილი უცხოელებზე. ამას თუ მთელი ერი, მთელი საზოგადოება წინ არ აღუდგა, ამ პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებთ" - გიორგი ქარდავა

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, "Emaar ჯგუფის" პროექტს ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ. უპრეცედენტო მაშტაბის საინვესტიციო პროექტზე მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გონიო და თბილისი არაბთა დასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს.

ხაზარაძის პოლიტიკურ პოპულიზმს და პათოსს იზარებენ "ალტ-ინფოშიც".

"ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ქარდავა აცხადებს, რომ პროექტი არ არის გათვლილი საქართველოს მოქალაქეებზე.

"კონკრეტულ კითხვაზე, ეს ინვესტიცია იწვევს თუ არა საქართველოში უცხოელების სტიქიურ, მასიურ, კომპაქტურ ჩასახლებას? ამაზე პასუხი არ გვაქვს. ისედაც გასაგებია, 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ადგილობრივ ბაზარზე რომ არ იქნებოდა გათვლილი, რომელი ქართველი იყიდის ამ ბინებს, ვცოტავდებით, ქვეყნიდან გარბის ხალხი. 60% ამ ინვესტიციის, ამ საცხოვრებელი კომპლექსების, იქნება გათვლილი უცხოელებზე. ამას თუ მთელი ერი, მთელი საზოგადოება წინ არ აღუდგა, ამ პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებთ," - აცხადებს გიორგი ქარდავა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ექვს-ნახევარ მილიარდიანი პროექტი, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება.

დღის ამბები