ComCom-ის მედია სკოლაში ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ეკონომიკური საკითხების გაშუქების შესახებ სემინარი ჩატარდა. პროექტის მონაწილეები გაეცნენ, თუ რა განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის ძირითად მაჩვენებლებს, როგორ განიმარტება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, როგორ გამოიყენება ეკონომიკური ტერმინები და როგორ უნდა გააშუქონ ეკონომიკური საკითხები მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე.