"ეს არის ჩვეულებრივი, რეაქციული ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს მარტო იმ მედიასაშუალებებს, რასაც მართავს "დიფ სთეითი". დანარჩენი, სადაც დამოუკიდებელი მედია არსებობს, სადაც განსხვავებული აზრია, მათთვის ეს მიუღებელია", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე"-ს მიერ გამოქვეყნებულ სიას.
"ვინ არის მტაცებელი, როდესაც 2012 წლამდე, როცა მართლა პირდაპირ იტაცებდნენ ტელევიზიებს, უვარდებოდნენ ჟურნალისტებს სტუდიებში, თავზე ამხობდნენ როგორც სტუდიას, ისე აპარატურას, მე არ მახსოვს მსგავსი განცხადება ამ ორგანიზაციისგან თუ სხვა ორგანიზაციისგან - დემოკრატიის შუქურად ჰყავდათ კრიმინალი სააკაშვილი მიჩნეული". - აცხადებს დავით მათიკაშვილი.