06 აგვისტო 2026,   12:17
ვრცლად
გიორგი შონია ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირებას გაეცნო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით აქტიურად მუშაობს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, პროექტირების მონიტორინგის ფარგლებში, ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო.

ზუგდიდის წყალარინების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით ახორციელებს. გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირებამ შეამცირა გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები. 

დღის ამბები