ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილის მოადგილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. კობა გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
საუბარია ე.წ. "ბაღების საქმის" ეპიზოდზე რომელზეც ასევე პასუხისგებაშია მიცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის რამდენიმე თანამშრომელი. საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად გაცემული თანხიდან 9 მილიონ 400 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებას და მილიონ 200 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.
გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარეს 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც.