10 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში, საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში, საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობები და საინვესტიციო გარემო გააცნეს. ფორუმში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, "აწარმოე საბერძნეთის" დირექტორმა და საბერძნეთში საქართველოს ელჩმა.

დღის ამბები