07 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
რუსთავში, 1 თვის წინ გახსნილი საფეხბურთო ცენტრი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს

რუსთავში, 1 თვის წინ გახსნილი საფეხბურთო ცენტრი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ახალ სტადიონებზე წვრთნებს, საფეხბურთო კლუბ რუსთავის ძირითადი და ასაკობრივი ჯგუფები ყოველდღიურად გადიან. აქვე ვარჯიშობს ქალთა საფეხბურთო გუნდიც. ახალმა ცენტრმა უკვე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადასაც უმასპინძლა.

ოლიმპიადაში ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, 100 ათასზე მეტი მოზარდი მონაწილეობს. ახალ სტადიონზე ფინალური შეხვედრები გაიმართა ფეხბურთში.

გამარჯვებული გუნდები რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დააჯილდოვა.

დღის ამბები