"განათლება რეფორმას, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებს. მაგალითად, ინჟინერ-ტექნოლოგი პერსონალის მომზადება საქართველოში არ არის," - ამის შესახებ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"კარგი მოსასმენი იყო, როგორ განხორციელდება, მომავალი გვიჩვენებს. განათლება რეფორმას, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებს. მაგალითად, ინჟინერ-ტექნოლოგი პერსონალის მომზადება საქართველოში არ არის. ტექნოლოგიები არსებობს, ქარხნები არსებობს, მაგრამ ბალანსი დარღვეულია. ეს არის განხილვის თემა, რომელიც შესასწავლია, თორემ რეფორმას რომ საჭიროებს განათლება, რად უნდა ამას ლაპარაკი," - განაცხადა თემურ ჭყონიამ.