კომუნიკაციების კომისიამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა. კომისიის მონაცემებით, მათ მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარეს და 450-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადეს.
პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.