"ტფილისის ქალაქისთავის დიმიტრი ყიფიანი 150 წელი" - ამ სახელწოდების საფოსტო მარკის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა. საფოსტო მარკა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით გამოიცა.
საიუბილეო საფოსტო მარკაზე გამოსახულია დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი და საკრებულოს სხდომათა დარბაზი, მარკის მცირე ფურცელზე კი ასახულია თბილისის საკრებულოს შენობა და დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერა.