14 აგვისტო 2026,   20:51
ვრცლად
"13 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან, რომელიც არ შესრულდა და არც შეიცვალა, არის ნაცების დასრულება" - ვიკა ფილფანი

"13 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან, რომელიც არ შესრულდა და არც შეიცვალა, არის ნაცების დასრულება" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, "გახარია საქართველოსთვის", ვიკა ფილფანმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" სოციალურ პრობლემაზე საუბარს თავს არიდებს. 

"13 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან, რომელიც არ შესრულდა და არც შეიცვალა, არის ნაცების დასრულება. ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს, ქვეყანაში არსებულ ყელა სოციალურ პრობლემას "ქართული ოცნება" თავს არიდებს, თავს არიდებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ისევ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრით. კომისიაზე დაყრდნობით, გამოძიება დაიწყეთ ჩორჩანასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაცურ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყეთ თუ არა, ეს დღემდე არ ვიცით," - აცხადებს ვიკა ფილფანი.

დღის ამბები