19 აგვისტო 2026,   06:10
ვრცლად
"საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არათუ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ კრიტიკული აზრის ქონას" - ირაკლი ფავლენიშვილი

"საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არათუ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ კრიტიკული აზრის ქონას", - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, პარტიების აკრძალვით, ადამიანებს ხმის მიცემის უფლებასაც უზღუდავენ, რადგან ოპოზიციურად განწყობილი პირებისთვის აღარ იარსებებს ალტერნატიული სუბიექტი, რომლებსაც აქამდე აძლევდნენ ხმას.

"საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არათუ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ კრიტიკული აზრის ქონას. იგივე ლოგიკით შეუძლიათ მიიღონ კანონი, რომ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არ შეეძლებათ ქუჩაში სიარული იმიტომ, რომ ყველანაირი უფლება არის შეზღუდული.

არა მხოლოდ ასეულობით პოლიტიკოსს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არამედ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება აქტიური საარჩევნო უფლება, ანუ ხმის მიცემის უფლება, რადგან წინა არჩევნებზე ვისაც აძლევდნენ ხმას, ეს პარტიებია აღარ იარსებებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები