14 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა. კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა. პლაკატებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. 

მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, საფრანგეთის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება.

"საქართველოს ხედები, ზამთრის კურორტები და სხვადასხვა ტიპის პროდუქტებით, ვიზუალებით არის დატვირთული ევროპის ცენტრალური ქალაქების მთავარი გამზირები. ასევე აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კამპანიები მიმდინარეობს ასევე გერმანიასა და საფრანგეთში წამყვან ტელე-მედია საშუალებებში იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ზამთრის სეზონისთვის საქართველოში ჩამოვიყვანოთ", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

დღის ამბები